ბელგიელები ტალღების მოსაგერიებლად ხელოვნურ კუნძულს შექმნიან. სიახლე „ბელგიური სენ-ტროპეს“ ანუ კურორტ კნოკე-ჰეისტის სიახლოვეს გაჩნდება და მისი ფართობი 40 ჰექტარამდე იქნება. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში წყლის დონემ საგრძნობლად მოიმატა და ტალღების სიძლიერეც გაიზარდა. ამის გამო ადგილობრივებსა თუ დამსვენებლებს დიდი დისკომფორტი ექმნებათ და პრობლემის მოგვარება ხელისუფლებამ ახალი კუნძულის შექმნით გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ პროექტს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ და მათ შორისაა თავად ქალაქის მერი. ჩინოვნიკი დარწმუნებულია, რომ კუნძული ტურისტებს აუცილებლად დააფრთხობს. კურორტი ყოველწლიურად ათასობით სერფინგისტს იზიდავს და თუკი ტალღები აღარ იქნება, შესაბამისად ისინიც სხვა ადგილას წავლენ.