ფრანგმა ასტროლოგებმა დაშორების მომენტში ადამიანების მოქმედება გაანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ ხშირად მათი ქცევა ზოდიაქოს ნიშანზეა დამოკიდებული. საკმაოდ საკამათო აღმოჩენაა, თუმცა მაინც საინტერესო.
ვერძი – ჯერ მოულოდნელად მიგითითებთ კარისკენ, რამდენიმე თვის შემდეგ კი, თვითონ შეგეხვეწებათ დაბრუნდეთ.
კურო – სოციალურ ქსელში სტატუსს ცვლის “თავისუფალზე” თქვენ კი, “შავ სიაში” შეყავხართ.
ტყუპები – ახალ გატაცებას პოულობს და გიმტკიცებთ, რომ სინამდვილეში არც არასდროს ყოფილხართ ერთად.
კირჩხიბი – თქვენს ახლობლებთან იწყებს მეგობრობას და ყველაფერში თქვენ გადანაშაულებთ.
ლომი – ჯერ თქვენს ნივთებს ყრის ქუჩაში, მერე კი, თქვენს ყველაზე ცუდ ფოტოს აქვეყნებს ინტერნეტში.
ქალწული – ყველა თქვენს მეგობარს თქვენს წინააღმდეგ ამხედრებს და გაიძულებთ კონტაქტი გაწყვიტოთ მათთან.
სასწორი – ხან ამბობს, რომ ყველაფერი დამთავრდა, ხან საკუთარ სიტყვებს ნანობს. საშინლად წვალობს და განიცდის, ამიტომ უკეთესია თვითონ გაუშვათ.
მორიელი – გითვალთვალებთ და მანქანის საბურავებს გიჭრით.
მშვილდოსანი – გთავაზობთ თავისუფალ ურთიერთობებს.
თხის რქა – თქვენი მივლინებით სარგებლობს და ჩუმად იპარება.
მერწყული – მეგობრებად დარჩენას გთავაზობთ.
თევზები – სინდისის გრძნობას აღვიძებს თქვენში და კიდევ დიდხანს გაიძულებთ საკუთარ თავზე აიღოთ მისი ხარჯები.