როგორც Daily Mail იუწყება, ბუდაპეშტში მძღოლი, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, ვერ გაუმკლავდა სუპერქარის მართვას და რამდენიმე გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. თუმცა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ამ ფაქტს თავად მძღოლი საკმაოდ გულგრილად შეხვდა.
კომპანიამ Ferrari ამ მოდელის მხოლოდ 499 ეგზემპლიარი დაამზადა და თითოს ფასი მილიონ ევროა. ჰიბრიდული ძრავის მქონე LaFerrari-ის სიმძლავრე 950 ცხენის ძალას შეადგენს, რაც მას საშუალებას აძლევს 100კმ/სთ 3 წამში განავითაროს.

