საქართველოს მთავარი სატრანსპორტო დერეფანი – ეს E60 ჩქაროსნული გზატკეცილია, რომელზეც ისტორიული აბრეშუმის გზა გადის. გზატკეცილი შავი ზღვის, კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს აკავშირებს და აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია.
ოფიციალური სტატისტიკით, ამ გზატკეცილზე გასულ წელს 604 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაშავდა 1153 და გარდაიცვალა 105 ადამიანი.
როგორ უნდა გაიზარდოს გზატკეცილის უსაფრთხოება, გამტარუნარიანობა და ეფექტურობა? – ორგანიზაციაში „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ ფიქრობენ, რომ ეს სწორი რეგულაციებით და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებითაა შესაძლებელი. ორგანიზაციაში ამ კუთხით გარკვეული შენიშვნებიც აქვთ. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი განმარტავს, უბედური შემთხვევები ძირითადად, დასახლებულ პუნქტებში ქვეითთა გადასასველებზე ხდება და ფიქრობს, რომ აუცილებელია აღნიშნული საკითხი სრულფასოვნად მოწესრიგდეს. თუმცა, ეს ერთადერთი შენიშვნა არ არის.
ერთმანეთისგან მკვეთრად დაშორებული მოსაბრუნებელი მონაკვეთები, სველი წერტილების ნაკლებობა, პროფილაქტიკების არარსებობა – ეს უკვე ის საკითხებია, რაც მძღოლებს უქმნის დისკომფორტს. ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქეები გზატკეცილზე გადაადგილებისას რამდენიმე პრობლემას აწყდებიან.
გზატკეცილის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, სპეციალისტების მხრიდან საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხიც სახელდება.
ვიდრე მომავალ თაობას საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვის კულტურა გამოუმუშავდება, კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც ცნობადობის ამაღლებაზე უკვე მოზრდილებთანაც მუშაობს, ფონდი – ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვისაა”. კამპანიაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად ხორციელდება.
უსაფრთხოების დასაცავად სპეციალისტების რეკომენდაციები შემდეგია: ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს, არ მართოთ ავტომობილი ნასვამმა ან დაღლილმა, ნუ გამოიყენებთ საჭესთან მობილურ ტელეფონს, შეიკარით უსაფრთხოების ღვედი და გაუფრთხილდით გზაზე ქვეითებს.
ეკა გაზდელიანი
აუდიორეპორტაჟი