იცით, თუ როგორ ახერხებენ ერთნი რომ სხვებზე წარმატებულები იყვნენ? ბევრი კვლევის შემდეგ სპეციალისტებმა 8 გასაღებს მიაგნეს. წარმატება მიღწევადია, მთავარია ამისთვის ბევრი მუშაობა. თუმცა, იმისათვის რომ ეს მუშაობა სწორი იყოს, პირველ რიგში ის უნდა ისწავლოთ თუ როგორ იყოთ წარმატებული.
1 – შეადგინე გეგმა
წარმატების პირველი ნაბიჯი გეგმის შედგენაა. ანუ ზუსტად უნდა იცოდეთ თუ როგორ გამოიყურება წარმატებული ცხოვრება თქვენთვის, შემდეგ კი ზუსტი ნაბიჯები დაისახოთ მის მისაღწევად.
2 – მოემზადე ყველაზე მოულოდნელისთვის
ყველაზე კარგად შედგენილი გეგმაც შეიძლება ჩამოიშალოს ერთი არასწორი ნაბიჯის გამო. ყველაზე მოულოდნელისთვის მომზადება კი დაგეხმარებათ, რომ პატარა წარუმატებლობას არ შეუშინდეთ და შეცდომის მიუხედავად წინ სვლა განაგრძოთ.
3 – პრიორიტეტად აქციე შენი გეგმები
როცა კარგ ჩვევებს ყოველდღიურ პრაქტიკად აქცევ, მიზნებზე სამუშაოდ საკმარისი დრო შესაძლოა აღარც დაგრჩეს. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა შეეცადო, რომ დრო ისე გაანაწილო მთავარი მიზნები პრიორიტეტად აქციო.
4 – კარგი ჩვევები
შესაძლოა დიდი ოცნებები, საოცარი მიზნები გქონდეთ, თუმცა მაინც დამარცხდეთ. წარმატების ერთ-ერთი მთავარი წესია, რომ მიზნები მოქმედებად აქციოთ. სწორი ქმედებები დროთა განმავლობაში საჭირო ჩვევებად გარდაიქმნება.
5 – ისწავლე შეცდომებისგან
ყველამ კარგად იცის, რომ წარმატებისკენ გზა უამრავ წარუმატებლობაზე გადის. როგორც წესი, წარმატება მრავალი ცდის, შეცდომების და სირთულეების შემდეგ დგება.
6 – ჭკვიანური რისკები
სხვადასხვა სტრატეგიების გამოცდის შემდეგ, ზოგჯერ რისკებიც უნდა გაწიოთ რომ წარმატებას მიაღწიოთ. თავიდან უმჯობესია პატარა მცდელობებით დაიწყოთ, შემდეგ კი როცა შეეჩვევით უფრო სერიოზული ნაბიჯებიც გადადგათ.
7 – ისწავლე ექსპერტებისგან
წარმატების მისაღწევად მხოლოდ ერთი სწორი გზა არ არსებობს. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუკი წარმატებული ადამიანების გაკვეთილს გაიზიარებთ და ისწავლით იმას რაც ძალიან გამოგადგებათ.
8 – ისწავლე უარის თქმა
ჩვენს კულტურაში უარის თქმა თითქოს ძალიან არაკომფორტულია. არადა ეს უნარი წარმატებული ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. წარმატებული ადამიანები „არა-ს“ ძალიან ხშირად ამბობენ. უარის თქმა ნიშნავს, რომ კარგად იცი შენი საზღვრები, შესაძლებლობები და ზუსტად იცი თუ რას უნდა დაახარჯო შენი დრო და ენერგია.