LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვებრძოლოთ ნეგატიურ მოგონებებს

22

ამერიკელმა და ჩინელმა ნეირობიოლოგებმა ნეგატიურ მოგონებებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი აღმოაჩინეს. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ძალიან მარტივია – არასასიამოვნო სიტუაციაციის გადატანის შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაძინება!

უსიამოვნების გადატანის შემდეგ ადამიანები ცდილობენ სწრაფად დაიძინონ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ ძილში ყველა პრობლემა დაავიწყდებათ. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა, ძილის დროს გონება უფრო აქტიურად მუშაობს და მიღებული ინფორმაცია „მოკლევადიანი“ მეხსიერებიდან „გრძელვადიანში“ გადააქვს.

ამერიკელმა და ჩინელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და 73 ახალგაზრდა მამაკაცს არასასიამოვნო ადამიანებთან დაკავშირებული ნეგატიური მოგონებების დავიწყება შესთავაზეს, თვითონ კი,  ფუნქციონალური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დახმარებით მათი გონების მუშაობას დააკვირდნენ.

ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ნეგატიური მოგონებების დავიწყება მან უფრო ადვილად შეძლო, ვინც არასასიამოვნო მოვლენები ჯერ კარგად გაიაზრა და მხოლოდ შემდეგ დაწვა დასაძინებლად. მისთვის კი, ვინც ძილით სცადა პრობლემის მოგვარება, ბევრად რთული აღმოჩნდა ნეგატიურ მოგონებების დაძლევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები