LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვიყო ბედნიერი: 5 ჩვევა, რომელიც ცხოვრებისეულ რუტინას უნდა დაამატოთ

179
happy-mature-woman-jogging-heade

მიუხედავად იმისა, თუ რა არის თქვენთვის ნამდვილი ბედნიერება, ცხოვრებით კმაყოფილების გაზრდა რთული სულაც არ არის. თქვენს ყოველდღიურ რუტინაში რამდენიმე ჩვევის დამატებით, სიტუაციის რადიკალურად გაუმჯობესება შეგიძლიათ.

  1. ღიმილი
    როგორც წესი, ადამიანები მაშინ ვიღიმით, როცა ბედნიერები ვართ, მაგრამ სინამდვილეში ღიმილი პირიქითაც მუშაობს. ღიმილის დროს ტვინში დოფამინი გამოიყოფა და დოფამინი არის კიდეც ბედნიერების მიზეზი.
  2. გამოიძინე
    ზრდასრულ ადამიანთა უმრავლესობას ღამეში 7 საათიანი ძილი მაინც სჭირდება. თუკი დღის განმავლობაში დაღლილობა გაწუხებთ, შესაძლოა თქვენი სხეული მეტ დასვენებასაც საჭიროებდეს.
    ძილის ადეკვატური რაოდენობა კი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის, ტვინის ფუნქციონირებისთვის, ემოციურად კარგად ყოფნისთვის.
  3. მადლიერების გრძნობა
    მადლიერების გრძნობას განწყობის გაუმჯობესება შეუძლია. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ის ადამიანები ვინც ყოველდღიურად გამოხატავს მადლიერებას ყველა წვრილმანზე, თავს ბევრად უფრო ბედნიერად და იმედიანად გრძნობს.
  4. კომპლიმენტი
    კვლევით ისიც დასტურდება, რომ პატარ-პატარა სიკეთეებს განწყობის გაუმჯობესება შეუძლია.
    გულწრფელი კომპლიმენტით ვიღაცას დღეს გაულამაზებთ, თქვენს ტვინში კი დოფამინის დოზას გაზრდით.
  5. ღრმად ისუნთქე
    როცა კი სტრესს და დაძაბულობას იგრძნობთ, აუცილებლად უნდა დამშვიდდეთ და ღრმად ჩაისუნთქოთ. სპეციალისტთა შეფასებით, სწრაფი სუნთქვის და ღრმა სუნთქვის პრაქტიკებს სასწაული შედეგის მოხდენა შეუძლიათ.
    ამიტომ ყოველთვის, როცა თავს ცუდად იგრძნობთ:
  6. დახუჭეთ თვალები, შეეცადეთ იფიქროთ რომელიმე ლამაზ ადგილზე თქვენი მოგონებებიდან.
  7. ნელა ჩაისუნთქეთ და ჰაერი ცხვირიდან გამოუშვით.
  8. გაიმეორეთ ეს პროცესი რამდენჯერმე და ცოტა ხანში აუცილებლად იგრძნობთ სიმშვიდეს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები