დაძინება გიჭირთ? წვებით საწოლში, ბევრს ტრიალებთ, ფიქრობთ, სხვადასხვა მეთოდს მიმართავთ და მაინც ვერაფერი? თან ეს ყველაფერი კვირების და თვეების განმავლობაში გრძელდება?
აღმოჩნდა, რომ ქრონიკული უძილობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.
სწორედ, საკითხის აქტუალობის გამო ავსტრიელ მკვლევართა ჯგუფმა რამდენიმე სასარგებლო რჩევის გაზიარება გადაწყვიტა.
- არ დაწვეთ მანამ სანამ ძილს არ დააპირებთ, რადგან საწოლში დიდი დროის გატარება ჩაძინებას უფრო რთულს ხდის.
- მოერიდეთ საღამოს საათებში კოფეინის მიღებას. ყავის ან სხვა კოფეინის შემცველი სასმლის მიღება 14:00 საათის შემდეგ რეკომენდებული არ არის, განსაკუთრებით მათთვის ვინც ინსომნიას ებრძვის.
- მოერიდეთ ასევე ალკოჰოლს, რადგან მისი დახმარებით ჩაძინება ძილის ხარისხს აუარესებს.
- თუკი ინსომნია დიდ ხანს გაგიგრძელდათ, მიმართეთ სპეციალისტს და დარღვევის ზუსტი მიზეზის პოვნა სცადეთ.
- საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტურ მკურნალობას უნდა მიმართოთ.