ახალი თაობის Mercedes-Benz E-Class რამდენიმე კვირის წინ, დეტროიტის ავტოშოუზე გამოჩნდა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. ახალი თაობის ავტომობილს კომპანია სტანდარტულ კომპლექტაციასთან ერთად სპორტული, AMG-ის ვერსიითაც ჩაუშვებს წარმოებაში.
უნდა ვაღიაროთ, რომ დეტროიტის ავტოშოუზე ახალი თაობის E-Class-მა ფურორი მოახდინა და ერთდროულად კრიტიკოსები, მომხმარებლები და ავტომწარმოებლები აალაპარაკა. ავტომობილი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება. რა არის ამის მიზეზი?
ბოლო პერიოდის განმავლობაში გერმანელებმა ძალიან დახვეწეს ავტომობილების ისედაც დახვეწილი ვიზუალი. ეს ყველაფერი სწორედ ახალ E-Class დაეტყო. განსაკუთრებულად კი ავტომობილის წინა ცხვირს, რომელიც ბევრად უფრო თანამედროვე და დახვეწილი გახდა. თუმცა, AMG-ს დეტალებმა ახალი თაობის ავტომობილს კიდევ უფრო განსაკუთრებული და შთამბეჭდავი შესახედაობა მისცა.
E-Class-ის AMG-ს ვერსიაში ვიზუალური დეტალების გარდა, საინტერესოა აგრეთვე ძრავიც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კაპოტქვეს 4.0 ლიტრიანი სპორტული აგრეგატი მოთავსდება, რომელიც ორი სახის გადაცემათა კოლოფით, 7 საფეხურიანი მექანიკური და 9 საფეხურიანი ახალი, 9MATIC ავტომატური სისტემის კოლოფით იქნება წარმოებული. ძრავის სიმძლავრე 510-დან 600 ცხენის ძალამდე იქნება.
სავარაუდოა, რომ Mercedes-AMG E63-ის პრემიერა წლევანდელ ზაფხულს მოხდება, ხოლო გაყიდვაში 2017 წელს ჩაეშვება.