იაპონური კომპანია Toyota ძველი მოდელის რედიზაინის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჩანს, კომპანიის მესვეურებს მოენატრათ ლეგენდარული ავტომობილის ხილვა და 2016 წელს უახლეს Supra-ს წარადგენენ.
როგორც კომპანიის ერთ–ერთი დირექტორი ტეტსუია ტადა აცხადებს, ახალი სპორტქარი მომხმარებლებისთვის ძალიან დიდი სურპრიზი იქნება. განახლებული ავტომობილები ბაზარზე 2016 წლის დასაწყისშივე გამოჩნდება და ერთ-ერთი მათგანი სწორედ Supra იქნება.
განახლებული სპორტქარი ბევრად უფრო მძლავრი იქნება ვიდრე მისი წინამორბედები და ელექტრულ ძრავზე იმუშავებს. დამატებით დეტალებზე ტადა ჯერჯერობით არ საუბრობს, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ახალი Supra კონკურენციას გაუწევს ისეთ ლეგენდარულ ავტომობილს როგორიცაა Porsche 911.