ნახეთ თუ როგორი იქნება Mercedes – Benz-ის პირველი ელექტროკროსოვერი. გერმანულმა ავტომწარმოებელმა სადებიუტო ელექტროქარის მორიგი თიზერი გამოაქვეყნა. ამჯერად ბრენდმა ავტომობილის ინტერიერი გამოაჩინა და ამისთვის ძარის წინა და უკანა მხარეა დაფიქსირებული.
შეგახსენებთ, რომ ელექტრონული ყველგანმავალის საჯარო დებიუტი სტოკჰოლმში 4 სექტემბერს გაიმართება. მოდელის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ არსებობს და როგორც ვარაუდობენ, მას ისეთივე ტექნიკური მახასიათებლები ექნება, როგორიც Generation EQ-ს კონცეპტუალურ ვერსიას. ავტომობილის პრემიერა ჯერ კიდევ 2 წლის წინ შედგა. პროტოტიპი 408 ძალის აგრეგატითაა უზრუნველყოფილი და მის ორ ელექტრო ძრავს ერთი დამუხტვით 500 კმ-ს გავლა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ელექტროქარის ტეტსირების დროს მას სხვადასხვა პირობებში – +50 გრადუსიდან -35 გრადუსამდე ჰაერის ტემპერატურაში ამოწმებდნენ. სატესტო ქარმა მთლიანობაში 4 კონტინენტი და მილიონობით კილომეტრი გაიარა. პირველები კი ვისაც სიახლის შეკვეთა შეეძლებათ – ნორვეგიელები იქნებიან.