ამერიკულმა ატელიე Hennessey Performance პლანეტაზე ყველაზე სწრაფი ავტომობილის ინტერიერის ფოტოები გამოაქვეყნა. საუბარია ავტომობილზე სახელწოდებით – Venom F5. სალონი ნახშირბადის ბოჭკოსგან არის დამზადებული და მოწყობილობათა პანელის გაფორმების ორ ვერსიას წარმოადგენს.
ინტერიერის განსაკუთრებულობა სარბოლო სავარძლები, ვიწრო ცენტრალური კონსოლი სამი გადამრთველით, ცენტრალური მულტიმედიური დისპლეი და ტყავის სახელურებია.
Venom F5-ის ძარა და შასი კარბონისგან არის დამზადებული. ჰიპერქარი 7,4 ლიტრის მოცულობის ტვინ ტურბო ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 1 600 ცხენის ძალას ავითარებს. ნულიდან სამას კილომეტრს პლანეტის ყველაზე სწრაფი ავტომობილი ათ წამში კრებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 482 კმ/სთ აქვს.