LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია ახალი ვანდა: ატლეტიკოს ახალი სახლი ყველას არ მოსწონს (ფოტოები)

67

მადრიდის ”ატლეტიკომ” ახალ სტადიონზე პირველი მატჩი გამართა. მადრიდელებმა ”ვანდა მეტროპოლიტანოზე” პირველი შეხვედრა ”მალაგას” წინააღმდეგ ჩაატარეს, რომელიც ”როხიბლანკომ” ანტუან გრიზმანის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო – 1:0.

”ატლეტიკოს” ახალ საშინაო არენას 4 წლის განმავლობაში აშენებდნენ და საბოლოოდ მისი მშენებლობა 310 მლნ ევრო დაჯდა. ”ვანდა მეტროპოლიტანო” ”ლა პეინეტას” ადგილზე ააშენეს – სტადიონის, რომელმაც მხოლოდ 10 წელი იარსება, თუმცა ისტორიას იქ გამართული საკონტინენტთაშორისო თასი 2002-სა და ესპანეთის სუპერთასის 1996 წლის შეხვედრის მასპინძლობის გამო შემორჩა.

გულშემატკივარმა კი ნამდვილად იგრძნო სასიამოვნო განსხვავებები – ”ვანდა მეტროპოლიტანო ” ახალი, ულტრათანამედროვე არენაა და მატჩის დამსწრეებს ყველანაირ კომფორტს სთავაზობს.

უკვე ცნობილია, რომ ”ვანდა მეტროპოლიტანო” უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ფინალური მატჩის მასპინძლობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება. იქამდე კი ნოემბერში არენა ესპანეთისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას უმასპინძლებს.

მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივართა და ექსპერთა დიდი ნაწილი ”ატლეტიკოს” ახალ საშინაო არენას ძალიან დადებითად აფასებს, ყველა კმაყოფილი მაინც არ არის. ფანების ნაწილი მიიჩნევს, რომ მადრიდელებს შეეძლოთ ”ვისენტე კალდერონი” უფრო თანამედროვედ მოეწყოთ და თუნდაც მისი ისტორიული მნიშვნელობის გამო, იქ დარჩენილიყვნენ, მეორე ნაწილს კი უფრო ის აწუხებს, რომ ”ვანდა” გულშემატკივართა ტრანსპორტირების თვალსაზრისით საკმაოდ პრობლემურ ადგილას მდებარეობს და მიუხედავად იმისა, რომ ”ატლეტიკომ” გარშემო მდებარე გზების რეალბილიტაციისათვის 44 მლნ ევრო უკვე გამოყო, ფანების ნაწილს მიაჩნია, რომ ახალი სტადიონის მდებარეობა მატჩებზე მათ დაგვიანებას გამოიწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები