LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია Ferrari-ის ჰიბრიდი – ქსელში პირველი კადრები გავრცელდა

127

როგორია Ferrari-ის ჰიბრიდი – ქსელში პირველი კადრები გავრცელდა. ფოტოები, რომელზეც სუპერქარის უჩვეულო ტესტ-მობილია გამოსახული საიტმა TheSypercarBlog-მა გამოაქვეყნა. როგორც კადრებში ჩანს, პროტოტიპი სერიული Ferrari 458 Italia-ს მსგავსია, რაც იმას ნიშნავს რომ სავარაუდოდ, 4,5 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული V8 ძრავითაა აღჭურვილი. აგრეგატი 570 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100 კმ-ს ასაკრეფად მხოლოდ 3,4 წამი სჭირდება. სუპერქარის მაქსიმალური სიჩქარე 325 კმ/სთ-ია.

შეგახსენებთ, რომ იტალიური ბრენდის ხელმძღვანელმა პირველ ჰიბრიდზე მუშაობა ჯერ კიდევ მარტის თვეში დააანონსა. ახალი აგრეგატის მქონე პირველი სერიული მოდელი მომავალ წელს უნდა გამოვიდეს და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, სისტემა ბევრად უფრო ტრადიციული იქნება და LaFerrari-ს სირთულეები არ ექნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები