LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია განახლებული ჰიბრიდი Toyota Prius

225

Toyota–ს ამერიკულმა ოფისმა განახლებული Prius–ის პირველი თიზერი გამოაქვეყნა. ჰიბრიდი დათოვლილ გზაზე მოძრაობისასაა აღბეჭდილი. ხოლო, თუ რა ცვლილებები განიცადა მან  ჯერ–ჯერობით არ ზუსტდება. წინასწარი ინფორმაციით, განახლება ძარის ნაწილს, ბამპერს და უკანა ფარებს შეეხება. შესაძლოა ჰიბრიდისთვის უფრო გაფართოებული აქსესუარებიც გამოიყენონ. ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც 1,8 ლიტრის მოცულობის „ატმოსფერულით“, ელექტროძრავისა და საკმაოდ ძლიერი ელემენტისგან შედგება სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება. აგრეგატის საერთო სიძლიერე 122 ცხენის ძალას შეადგენს და 0–დან პირველ „ასეულს“ ჰიბრიდი 10,6 წამში ავითარებს. Prius–ის მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ–ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები