მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ როგორია მამაკაცის თვალით დანახული იდეალური ქალი. ამ საკითხს ამერიკელი სპეციალისტები იკვლევდნენ და დაადგინეს, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები ყურადღებას არამხოლოდ ფიგურას, არამედ პროპორციებსაც აქცევენ.
გარდა ამისა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ჟღერს გოგონას ხმა, როგორ გამოიყურება მისი თმა და ასევე ისიც – თუ რამდენად გულწრფელია მისი ღიმილი.
რაც შეეხება კოსმეტიკას, მამაკაცების ყურადღების ქვეშ მხოლოდ ის შემთხვევები ექცევა, როცა სუსტი სქესის წარმომადგენელი წითელი ფერის პომადას იყენებს.