LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია როკ-ვარსკვლავებისთვის შექმნილი მინივენი

132

Lamborghini რომ ავტობუსი ყოფილიყო – როგორია როკ-ვარსკვლავებისთვის შექმნილი მინივენი. თამამი საავტომობილო პროექტების ცხოვრება როგორც წესი, ორი სცენარით ვითარდება. პირველი – სრული გაუგებრობა და კომერციული ჩავარდნა, ან მეორე – მსოფლიო სიყვარული და თავბრუდამხვევი წარმატება. Mauck MSV 1120s-ის შემთხვევაში ყველაფერი საშუალო შედეგით დასრულდა. ავტომობილი დიდი წარმატებით ვერ სარგებლობდა, თუმცა ვიწრო წრეებში საკმაოდ ცნობილი იყო. უფრო მეტიც, ამერიკაში მას „პიმპომობილი“ – ანუ თაღლითების ავტომობილი უწოდეს. ასეთი სახელწოდება მოდელმა საკმაოდ პროვოკაციული ვიზუალისთვის დაიმსახურა. მინივენს 300-მდე ისეთი დეტალი აქვს, რომელთა ნახვაც სხვადასხვა ავტომობილებზეა შესაძლებელი. ამასთან, 2700-მდე კომპონენტი სპეციალურად ავტობუსისთვის დამზადდა. 1996 წლიდან 1998 წლებში Mauk-ის ათეულობით მოდელი ააწყეს და თითოეულის ფასი 200 ათასი დოლარი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები