LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია თბილისის აეროპორტის განახლებული ასაფრენი ზოლი და შუქ-ტექნიკა (ვიდეო)

47

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მეორე კატეგორიის სანავიგაციო შუქ-ტექნიკითაა აღჭურვილი.

შუქ-სასიგნალო სისტემა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” იტალიელ, უკრაინელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად დაამონტაჟა, რისთვისაც 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ახალი სისტემა კიდევ უფრო აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს და საჰაერო ხომალდებს ძლიერი ნისლის, ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა და მხედველობის დროს, აფრენა-დაფრენას საგრძნობლად გაუადვილებს.

განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ბილიკის რეაბილიტაცია 12 კვირაში დასრულდა.

აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სანავიგაციო სისტემების განახლებაში 70 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ბილიკის რეაბილიტაციის პროცესში დაიგო 135.000 ტონა ასფალტი და მისი მშენებლობისთვის გამოიყენეს ის ტექნოლოგია, რომლითაც აბუ-დაბის “ფორმულა 1”-ის სარბოლო მოედანი აშენდა.

„თბილისის აეროპორტის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. კეთდება საჰაერო ხომალდების ახალი სადგომები. დაწყებულია ჩამოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობა.

”ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მომზადებული შეხვდეს ახალ გამოწვევებს და ამავე დროს მზად იყოს მგზავრთა ნაკადის ყოველწლიური ზრდისთვის. 2015 წელს ჩვენ გვქონდა საერთაშორისო ვიზიტორების და ასევე მგზავრთა ნაკადის უპრეცედენტო ზრდა და პროგნოზის მიხედვით, ზრდის ტენდენციები მომავალშიც შენარჩუნდება,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ურბან საქართველოს“ შორის გაფორმებული, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა. პროექტი  ფრანგულმა საინჟინრო კომპანია ADPI-მ მოამზადა. მშენებლობის პროცესს ზედამხედველობა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტექნიკურმა კონსულტანტმა გაუწია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები