LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როლანდ ჰუმპერტი ჩინელებს სპირტზე მომუშავე სუპერქარის აწყობაში დაეხმარება

70

ჩინურმა მარკამ Aiways ელექტრო სუპერქარი RG წარმოადგინა, რომელსაც სახელი Audi Motorsport-ის ყოფილი ხელმძღვანელის როლანდ ჰუმპერტის ქალიშვილის პატივსაცემად დაარქვა. 73 წლის ინჟინერი ამჟამად Aiways-ში პროდუქტების დირეაქტორად მუშაობს. კუპე სპირტზე იმუშავებს და მისი აწყობა გერმანიაში 2019 წლიდან იგეგმება.

სუპერქარი სახელად Nathalie 1 600 კილოგრამს იწონის.

ავტომობილს ოთხი ელექტრო ძრავი აქვს – ყველა ბორბალზე. სუმარული სიმძლავრე 430 ცხენის ძალაა. მეთილის სპირტი სისტემაში 300-400 გრადუს ცელსიუსამდე ცხელდება, რის შემდეგაც წყალბადი გამოიყოფა, საიდანაც ელექტროქიმიური გენერატორი კაპოტ ქვეშ ელექტროობას აკუმულატორებისთვის იღებს. ასეთი გადაწყვეტილება ამცირებს დატენვის დროს და ხარჯს საწვავზე.

ნულიდან ას კილომეტრამდე Aiways RG 2,5 წამში ჩქარდება. მაქსიმალური სიჩქარე – 300 კილომეტრ/საათი აქვს. ჩვეულებრივ რეჟიმში სვლის მარაგი დაახლოებით 600 კილომეტრია, ეკონომიურ რეჟიმში კი 1 200.

Aiways RG 300-500 ათასი ევრო ღირს. ის მარკის ფლაგმანური მოდელი გახდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები