კომპანია Rolls-Royce-მა Ghost და Wraith კორეულ ქალაქებს: სეულსა და პუსანს მიუძღვნა. ამ გზით ბრენდმა ქვეყანაში ”მათი არსებობის მდიდარი ისტორია” აღნიშნა.
სედანი Ghost-ი, რომელიც წინსართავს Seoul Edition მიიღებს, Andalusian White-შია შეღებილი. ამასთან, ძარაზე დეკორატიული ლურჯი ხაზები, წითელი ყვავილები და სეულის ტელეანძის ნახატია დატანილი.
ავტომობილის სავარძლები თეთრისა და შავი ტყავის კომბინაციით არის წარმოდგენილი, რომელსაც ლურჯი და წითელი ფერის ნაკერები აქვს, სეულის ტელეანძა კი მეორე რიგის მაგიდებსა და წინა პანელზე ფიგურირებს.
რაც შეეხება კუპე Wraith Busan Edition-ს, ის გარეგნულად ორ ფერში გადაწყვეტილი ძარით არის შემოთავაზებული, რაც ავტორების ჩანაფიქრით ზღვის ტალღებისა და პუსანის სანაპიროზე მინის ცათამბჯენრბის ელვარებას ასახავს. ავტომობილს გეომეტრიული ჩუქურთმაც აქვს, რომელიც ხანოკების – კორეის ტრადიციული სახლის კარების დიზაინით არის შთაგონებული. Rolls-Royce-ში აღნიშნავენ, რომ იგივე ჩუქურთმა პუსანის ცათამბჯენების არქიტექტურაშიც არის გამოყენებული.
სალონის გაწყობაში გამოყენებულია ნაცრისფერი ტყავი Selby Grey, ცისფერი ჩანართები Cobalto Blue და ლურჯი ნაკერები. ამავდროულად, თავის მისადებებზე ვარდისფერი მონოგრამები RR არის ამოქარგული.