კომპანია Rolls-Royce-მა უნიკალური კუპე Sweptail წარმოადგინა, რომელიც უცნობი კლიენტის შეკვეთით მწარმოებელმა ერთადერთ ეგზემპლარად ააწყო. გამოცემა Car აღნიშნავს, რომ მარკის ხელმძღვანელის, ტორსტენ მიულერ ოტვოსის განცხადებით, ეს ავტომობილი იმდენად ძვირი ღირს, რომ შეიძლება თავისუფლად ჩაითვალოს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილად. ზუსტ ციფრებს ის არ ასახელებს.
სიახლის დიზაინი Phantom-ის სტილშია შესრულებული. ამასთან, ავტომობილმა თითქმის მთლიანად გადაკეთებული წინა ნაწილი მიიღო. Rolls-Royce-ში აღნიშნავენ, რომ დიზაინერებმა ავტომობილის შემუშავებისას შემკვეთის თხოვნით, თანამედროვე იახტების დიზაინით ხელმძღვანელობდნენ.
Rolls-Royce Sweptail-ის ინტერიერში სულს ორი სავარძელია. სალონის გასაწყობად ნატურალური ტყავი და ხე გამოიყენეს. ავტომობილი დაკომპლექტებულია ტყავის ხელით ნამუშევარი ჩანთებით.
ავტომობილის ცენტრალურ ნაწილში შამპანურის სათავსო და ორი ბროლის ბოკალია განთავსებული.
სხვა რაიმე ტექნიკური დეტალი არ ხმაურდება.