ბრიტანული ავტომწარმოებელი კომპანია Rolls-Royce ავტომოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. უნიკალური დეტალებითა და დიზაინით დამზადებული ავტომობილები მუდმივად ექცევა ყურადღების ცენტრში. თუმცა, ახალი მოდელი რომელიც საახალწლოდ წარადგინეს, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.
ამჯერად კომპანიამ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელი Ghost Red Diamond წარაგინა. ავტომობილი წითელ ფერშია გადაწყვეტილი, თუმცა, თეთრი შეფერილობის კაპოტი, ნიკელის დისკები და კრემისფერი სალონი, ავტომობილს ნამდვილად საუცხოო შეხედულობას აძლევს. სოც-ქსელში მას რკინის კაციც უწოდეს.
კაპოტქვეშ მოთავსებულია 6,6 ლიტრიანი ბიტურბო V12 ტიპის ძრავი, რომლის სიმძლავრეც 563 ცხენის ძალაა, რომელიც 8 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე მუშაობს. უნიკალური ავტომობილი 100კმ/სთ სიჩქარეს ზუსტად 5 წამში ანვითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 250კმ/სთ-ა.


