LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolls-Royce Phantom I-ის მდიდრული ინტერიერი

47

დეკემბრის დასაწყისში, ლონდონში, Bonhams Bond Street-ის აუქციონის სახლი ერთ-ერთ ლოტად ექსკლუზიურ ავტომობილს Rolls-Royce Phantom I-ს წარმოადგენს, რომლის საწყისი ღირებულება სავარაუდოდ 700 000 ფუნტი სტერლინგი იქნება. ავტომობილის საკმაოდ მაღალი ფასი მისი უნიკალურობითაა განპირობებული.

კომპანია Woolworths-ის ფინანსურმა დირექტორმა კლარენს ჰაქსმა ავტომობილი 1926 წელს შეიძინა და შიდა დიზაინის შეცვლა მოინდომა. ავტომობილის ინტერიერი, რომელიც ბიზნესმენის მეუღლისთვის იყო განკუთვნილი, ფრანგულ სტილში მოეწყო, გაკეთდა კომფორტული დივანი და მცირე ზომის ბარი, მოიხატა ჭერი და მოირთო ძვირფასი ნივთებით, რომელთა შორის განსაკუთრებულ ღირებულებას ანტიკვარული ფრანგული საათი წარმოადგენდა.

ავტომობილის საერთო ღირებულებამ 6 500 ფუნტი სტერლინგი შეადგინა, მის გადაკეთებას კი, თითქმის 10 თვე დასჭირდა. რამდენიმე მფლობელის გამოცვლის შემდეგ, უნიკალური ავტომობილი აშშ-ში მოხვდა, საიდანაც მორიგი რესტავრაციის შემდეგ, ისევ დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები