LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომანტიკული ურთიერთობები თვითშეფასებაზე დიდ გავლენას ახდენს

58

რომანტიული ურთიერთობები თვითშეფასებაზე დიდ გავლენას ახდენს. ბერნის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ის ადამიანები ვისაც მეორე ნახევარი ყავს და ჩამოყალიბებული ურთიერთობებიც აქვს – ბევრად უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე ისინი ვისაც მსგავსი ურთიერთობები ამა თუ იმ მიზეზის გამო არ გამოსდის. ამას ადასტურებს ექსპერიმენტი, რომელშიც 9 ათასამდე მოხალისე მონაწილეობდა და მათი საშუალო ასაკი 27 წელი იყო. ექსპერტები ახალგაზრდებს რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და დაადგინეს, რომ რაც უფრო აქტიურია პირადი ცხოვრება ადამიანის თვითშეფასებაც უფრო მაღალია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები