LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ევროპულ ქალაქშია საუკეთესო სუნი?

154
image

ბრიტანული კომპანიის HAYPP-ის ინფორმაციით, დიდ ქალაქებს შორის საუკეთესო სუნი ათენშია. საბერძნეთის დედაქალაქში არომატებმა 10 ბალიან სისტემაში 8,3 ქულა დააგროვეს. ამის შესახებ Time out წერს.

რეიტინგის შესადგენად სპეციალისტებმა ევროპის 30 ქალაქი ისეთი კრიტერიუმებით შეაფასეს როგორიცაა – ქუჩების სისუფთავე, ყვავილების მაღაზიების რაოდენობა, საცხობები და პარფიუმერიის მაღაზიები.

ათენში, ყოველ 10 კვადრატულ მეტრზე 31 ყვავილების მაღაზია, 22 პარფიუმერიის მაღაზია და ასევე 31 საცხობი მდებარეობს. გარდა ამისა, საბერძნეთის დედაქალაქს 56,2 ქულა აქვს ეკოლოგიური ეფექტურობის მაჩვენებლით. რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქი აქტიურად მუშაობს, რომ თავისი ქუჩები უფრო „მწვანე“ გახადოს.

პარიზმა, რომელსაც რეიტინგში მეორე ადგილი ერგო, ეკოლოგიურობის მხრივ 62,5 ქულა დააგროვა. თუმცა, საფრანგეთის დედაქალაქში ბევრად ნაკლები საცხობი, ყვავილების მაღაზია და პარფიუმერიის ბუტიკია – დაახლოებით 11 ერთეული ყოველ 10 კვადრატულ მეტრზე.

მესამე ადგილი ციურიხმა დაიკავა.

ტოპ-10 ყველაზე სასიამოვნო სუნის მქონე ქალაქი:

  1. ათენი, საბერძნეთი
  2. პარიზი, საფრანგეთი
  3. ციურიხი, შვეიცარია
  4. დუბლინი, ირლანდია
  5. ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი
  6. ნიქოზია, კვიპროსი
  7. კოპენჰაგენი, დანია
  8. ბუქარესტი, რუმინეთი
  9. ვალეტა, მალტა
  10. ამსტერდამი, ნიდერლანდები.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები