საავტომობილო კომპანიები ახალი მოდელების გამოშვებისას პირველ რიგში ცდილობენ მყიდველი ახალგაზრდა აუდიტორიას შორის მოძებნონ, რადგან სწორედ ახალგაზრდები ქმნიან სტილსა და მიმართულებას თანამდროვეობაში.
სპეციალისტების გამოკითხვის მიხედვით გაირკვა, რომ ახალგაზრდებისთვის ავტომობილში მთავარია – ფუფუნება და პრესტიჟი.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც ამერიკელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს, 35 წლამდე ადამიანები გერმანულ ბრენდ Mercedes-ზე ორიენტირდებიან.
კომპანიაში ამ ინფორმაციას ადასტურებენ და ამბობენ, რომ ახალგაზრდებში მათი პროდუქცია მოთხოვნადია, თუმცა არც სხვა პოპულარული ბრენდები ჩამორჩებიან ლიდერს, მაგალითად BMW, Genesis, Lexus და Porsche, რომლებიც თითქმის თანაბარი პოპულარობით სარგებლობენ. უნდა აღინიშნოს, რომ მისწრაფება და სურვილი ერთია, ფინანსური შესაძლებლობა კი მეორე, რომელიც ხშირად არ აძლევს ახალგაზრდა საშუალებას ლუქსის კლასის ავტომობილი ჰყავდეს, სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებისთვის პოპულარულ ბრენდებს შორის არის: Toyota, Honda, Chevrolet და Ford.