LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქვეყნებში დადიან ყველაზე ხშირად ქართველები?

54

2018 წლის ივნისში “ეისითის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით ყოველ მესამე თბილისელს (33%) ერთხელ მაინც უმოგზაურია საზღვარგარეთ. თბილისელების 27% პირადი მიზნით, ხოლო 11% სამსახურეობრივი ვიზიტით ყოფილა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარული ქვეყანები თურქეთი (47%), რუსეთი (36%), გერმანია (34%), აზერბაიჯანი (23%) და საფრანგეთია (21%) აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ თურქეთში მოგზაურობა განსაკუთრებით პუპულარულია 24 წლამდე თბილისელებში, რუსეთში მოგზაურობის გამოცდილება უფროსი ასაკის (55+) თბილისელებს აქვთ, საშუალო ასაკის თბილისელები (25-34) კი გერმანიას ირჩევენ.

“ეისითის” მიერ 2016 წელს ჩატარაბული კვლევაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოგზაურთა შორის მკვეთრად გაიზარდა ევროკავშრის ქვეყნების მიმართ ინტერესი, რაც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებით უნდა იყოს განპირობებული.

თბილისელების უმრავლესობა მოგზაურობისათვის საჭირო ბიუჯეტს მთელი წლის განმავლობაში აგროვებს, ხოლო მათი უმეტესობა, ვინც სამოგზაუროდ წასვლას ვერ ახერხებს, სწორედ უფულობას ასახელებს მთავარ მიზეზად.

საინტერესო განსხვავებები გამოვლინდა ქალებსა და კაცებს შორის. როგორც კვლევის მონაცემები ადასტურებს, ქალები ძირითადად ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობენ, კაცები კი მეგობრებთან ერთად. ამასთან, კაცები, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც უფრო მეტ თანხას ხარჯავენ საზღვარგარეთ ყოფნისას ვიდრე ქალები.

ეისითის ცნობით, კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 2-3 ივნისის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი-პირისპირ ინტერვიუ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები