LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქვეყნებში დაგიჯდებათ საახალწლო მოგზაურობა ყველაზე იაფი

18

თუკი ახალი წლის შინ გატარება არ გსურთ და სიამოვნებით იმოგზაურებდით, მაშინ პორტალ “post office“-ის ახალი კვლევა სწორედ თქვენთვისაა.

ექსპერტებმა მსოფლიოს სხვადასხვა კურორტი თუ უბრალოდ ქალაქი შეისწავლეს და ყველაზე ხელმისაწვდომი დანიშნულებების რეიტინგიც შეადგინეს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე იაფი დასვენება პორტუგალიაში ეღირება. იქ ორკაციან ნომერში ღამის გათენების, სადილის, სასმელებისა და რაღა თქმა უნდა, ყავის ფასი მხოლოდ 29,32 ევროა.

რაც შეეხება რეიტინგის მომდევნო პოზიციებს, მათ ბულგარეთი, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი და თურქეთი იკავებენ.

საინტერესოა, რომ მსოფლიო ბარომეტრის სათავეში პორტუგალია უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პირველად მოექცა და ეს საკვებისა თუ სასმელის დაბალი ფასების დამსახურებაა.

ექსპერტებმა ასვე გამოავლინეს ის ევროპული ქალაქები, სადაც შობის აღნიშვნა შედარებით ხელმისაწვდომი იქნება. ამ რეიტინგში კი ტალინი და რიგა ლიდერობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები