LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ავტომობილი უფრო უსაფრთხოა, ძველი თუ ახალი? (ვიდეო)

53

ავსტრალიურმა საავტომობილო უსაფრთხოების კომისია ANCAP-მ კიდევ ერთხელ დაუსვა წერტილი კამათს – რომელი ავტომობილი უფრო უსაფრთხოა, ძველი თუ ახალი. არსებობს მოსაზრება, რომ გასული საუკუნის ავტომობილებს ”ნამდვილი ფოლადი” და მყარი კონსტრუქცია აქვთ, ახალი ავტომობილები კი ”ფოლგისგან”; არიან დამზადებულები და არა ინჟინრების, არამედ მარკეტოლოგების მუშაობის შედეგებს წარმოადგენენ. ჭეშმარიტება 1998 წლისა და ამჟამინდელი თაობის Toyota Corolla-ს ბარიერთან შეჯახებამ გამოავლინა.

შედეგი, რბილად რომ ვთქვათ, დრამატული აღმოჩნდა. ავტომობილები ბარიერებს 64 კილომეტრ/საათ სიჩქარით შეეჯახნენ. 20 წლის ასაკის Corolla-ს დაზიანება ANCAP-მ ასე დაახასიათა: ”კატასტროფულად სტრუქტურული დეფორმაცია”. დარტყმა მძღოლის მხარეს განხორციელდა და ადამიანი მის საჭესთან გადარჩენას ვერ შეძლებდა.

რაც შეეხება ახალი თაობის Toyota Corolla-ს, ის უსაფრთხოების უმაღლესი, ხუთ ვარსკვლავიანი შეფასებით გამოირჩევა – მან გამოცდა წარმატებით გაიარა.

ავსტრალიელი ექსპერტების კვლვევის მიხედვით, ქვეყანაში ავარიების ერთი მესამედი ძველი, 2000 წელს ქვემოთ გამოშვებული ავარიების მონაწილეობით ხდება. ამასთან, ავსტრალიაში ასეთი ავტომობილების წილი მცირეა, მხოლოდ ერთი მეხუთედი. ANCAP შიშობს, რომ ყველაზე მეტად რიკსჯგუფში ახალგაზრდა და გამოუცდელი მძღოლები შედიან, რომლებიც პირველ ავტომობილს იშვიათად არჩევენ უსაფრთოხოების დონის მიხედვით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები