LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ავტომწარმოებელია აშშ-ში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი?

61

მრავალი ადამიანი, კითხვაზე რომელია აშშ-ში უმსხვილესი საავტომობილო ექსპორტიორი, ამერიკულ კომპანიებს, მაგალითად General Motors-ს, Ford-ს ან Fiat Chrysler-ს დაასახელებს. თუმცა, სინამდვილეში, მოგების მიხედვით, ლიდერი გერმანული BMW-ია. ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მარკის მხოლოდ ერთი ქარხანა მუშაობს, თუმცა ის მსოფლიოშჲ ყველაზე მსხვილია. სამხრეთ კაროლინაში, სპარტანბურგში მდებარე ქარხანაში ბავარიული ბრენდის ქროსოვერების უმრავლესობა იწარმოება, მათ შორის: X3, X4, X5 და X6. უახლოეს მომავალში აქ ახალი BMW X7-ის აწყობაც დაიწყება.

აშშ-ში სამგზავრო ავტომობილების ექსპორტის თვალსაზრისით ლიდერი სწორედ სამხრეთ კაროლინაა, მისი წილი ბაზარზე 16%-ს შეადგენს. გასულ წელს ამერიკულმა ქარხანა BMW Manufacturing-მა 371 284 ავტომობილი ააწყო, ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად კონვეირიდან 1400 ავტომობილი გამოდიოდა. ექსპორტზე ავტომობილების 70%, ანუ 272 346 ავტომობილი გაიგზავნა. სატრანსპორტო საშუალებების დიდი ნაწილი ქვეყნიდან ჩარლსტონის პორტიდან გადის, დანარჩენი კი ჯორჯიასა და ფლორიდის პორტებიდან.

საინტერესოა, რომ ქარხანა აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთაა. ენერგიის 50%-ს მეთანის აირისგან გამოიმუშავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები