LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავია ბაია დავითაიას მეზობელი

394

ბაია დავითაია შვილთან, ლუკასთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. ახლახან მისი და ცნობილი ქართველი მილიონერის, თემურ უგულავას სასამართლო დავა განქორწინებასთან დაკავშირებით მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ბაია და თემური 14-წლიანი ცოლ-ქმრობის შემდეგ ერთმანეთს შორდებიან, ბიზნესმენის ჯერჯერობით ერთადერთი კანონიერი ცოლი ქონების ნახევარს ითხოვს, თუმცა სასამართლომ არც ერთი მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მათ შორის, შეამცირა შვილისთვის მოთხოვნილი თანხა, რომელსაც თემურ უგულავა აქამდე იხდიდა. საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა…

თემურსა და ბაიას საერთო შვილი ლუკა აუტიზმის მძიმე ფორმითაა დაავადებული, წლების წინ სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა ბაიამ ამერიკაში გამგზავრება, სადაც ამ კუთხით საუკეთესო სკოლები და სამკურნალო პროგრამები აქვთ.

შვილს დამხმარე ქალთან და დამხმარე მამაკაცთან ერთად უვლის.

ბაიას „ფეისბუქის“ გვერდზე ახლახან გამოჩნდა ახალი ფოტო, რომელიც, როგორც თავად წერს, მეზობელთან ერთად აქვს გადაღებული. მეზობელი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი კინოვარსკვლავი, უილიამ დეფო გახლავთ. დეფო ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, ერთხელ 1986 წელს, მეორედ – 2000 წელს. მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც ფილმებში, ასევე თეატრალურ დადგმებში.

ბაიასა და უილიამის ერთობლივმა ფოტომ სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება და სახუმარო კომენტარებიც დაიმსახურა – „ეგ როგორ მეზობელია: ნამცხვრისთვის შაქარი დამაკლდა და ერთი ჭიქა მასესხე ხვალამდე?“, „ყველაზე სასურველი მეზობელი“, „ასეთ ლამაზ გოგოს ჩაეხუტებოდა…“
80a7a0a0-22aa-4191-b002-9ae688ebd2d3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები