LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ქალაქი ლიდერობს საუკეთესო რეპუტაციის მქონე ევროპულ ქალაქებს

46

კოპენჰაგენი, ვენა და სტოკჰოლმი – საუკეთესო რეპუტაციის მქონე ევროპული ქალაქებია. რაც შეეხება მსოფლიო რეიტინგს, წლევანდელი სიის ლიდერი ტოკიო გახდა. ქალაქმა რეპუტაციის გაუმჯობესება მთელი 11 პუნქტით მას შემდეგ შეძლო, რაც მისი მერი ქალბატონი გახდა. მეორე პოზიცია კი არანაკლებ შთამბეჭდავი მაჩვენებლით სიდნეიმ დაიკავა. საუკეთესოთა ათეულში ევროპული ქალაქებიდან ასევე – ვენეცია, რომი და მიუნხენიც მოხვდნენ.  აღსანიშნავია, რომ საუკეთესო რეპუტაციის მქონე ქალაქების რეიტინგს ექსპერტები „დიდი რვიანის“ – საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, კანადის, იაპონიის, აშშ-სა და რუსეთის მოსახლეობის გამოკითხვის შემდეგ ადგენენ ხოლმე. მთავარი კრიტერიუმები კი დასახლების ცნობადობა, მიმზიდველობა, ცხოვრება, შრომის ბაზარი და ინვესტიციებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები