LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ქუჩები შეკეთდება თბილისში?

25

უახლოეს მომავალში დაგეგმილია გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები, – ამის შესახებ თბილსის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაოები იგეგმება აბაშიძის, ბარნოვის, ნუცუბიძის, ჟღენტისა და ჩარგლის ქუჩებზე.

”ეს გახლავთ ქალაქის საკმაოდ სტრატეგიული, გადატვირთული და რთული მონაკვეთები და მინდა დავავალო შესაბამის სამსახურებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები სამუშაოების მოსამზადებლად, სწორად გათვალონ და დაგეგმონ სამუშაოების შესრულების პერიოდები და დრო. ასევე, მოსახლეობას დროულად მიაწოდონ ინფორმაცია დაგეგმილი თუ მიმდინარე საგზაო სამუშაოების შესახებ“ – განაცხადა ნარმანიამ დღეს მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე.

მერიის ცნობით, ამჟამად, დედაქალაქის მასშტაბით, გზების კაპიტალური და აღდგენითი შეკეთება მიმდინარეობს 11 მისამართზე.

 

წყარო: fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები