LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ქვეყნებია არატურისტულ სეზონზე ყველაზე პოპულარული

59

თუკი შვებულება სეზონს არ ემთხვევა – საუკეთესო დანიშნულება იტალიაა. მოგზაურთა საიტმა Skyscanner-მა, რომელიც ბილეთებისა და სასტუმროების მოსაძებნად გამოიყენება, ათასობით მოგზაური გამოკითხა რათა დაედგინა თუ რომელი ქვეყნებია არატურისტულ სეზონზე ყველაზე პოპულარული. პირველი ადგილი იტალიამ დაიკავა, მას ხმა გამოკითხულთა 29%-მა მისცა. მეორე პოზიციას კი 16%-იანი მაჩვენებლით ესპანეთი იკავებს. ხოლო, ლიდერთა სამეულს მოგზაურთა 11%-იანი მხარდაჭერით პორტუგალია ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ პოპულარულ დანიშნულებათა ათეულში ასევე – საფრანგეთი, საბერძნეთი, ჰოლანდია, გერმანია და ავსტრიაც მოხვდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები