მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტი 2025 წელსაც ისევ სინგაპურის ჩანგის ავიაბაზა გახდა. როგორც CNN წერს, ჩანგი თავად არის დანიშნულება მოგზაურებისთვის.
მაშინ როცა აეროპორტში დროის გატარება არც ერთი მოგზაურისთვის არ არის სასიამოვნო პროცესი და ყველა ცდილობს, რომ გადაჯდომის დრო მაქსიმალურად შეამციროს, სინგაპურის შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. ის თავად არის ტურისტული დანიშნულება, სადაც მგზავრებს ადრეული ჩექინი შეუძლიათ, რათა ბარგი დატოვონ და აეროპორტში შვებულების ნაწილი მაინც გაატარონ.
ავიაბაზა მოიცავს უზარმაზარ სავაჭრო ცენტრს, რომელსაც 2024 წელს 80 მილიონი ადამიანი სტუმრობდა. იქვე არის გარე ბაღები და მსოფლიოში უდიდესი დახურული ჩანჩქერი. ასევე სპა, სასტუმროები, ხელოვნების გამოფენები, მუზეუმი და კინო. აეროპორტში არის დინოზავრების თემატიკის პარკიც კი.
თანაც ეს ყველაფერი არ არის და ჩანგი აპირებს, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უახლოეს 6 წელში 2 მილიარდი დოლარი მოახმაროს.
საუკეთესო აეროპორტების დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა.
- დოჰას ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი;
- ტოკიოს ჰანედის აეროპორტი;
- ინჩხონის საერთაშორისო აეროპორტი;
- ნარიტას საერთაშორისო აეროპორტი;
- ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტი;
- პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი;
- რომის ფუმიჩინოს აეროპორტი;
- მიუნხენის აეროპორტი;
- ციურიხის აეროპორტი.