LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია მსოფლიოში საუკეთესო სანაპიროები

130
caption

ტურისტულმა სერვისმა TripAdvisor მსოფლიოში საუკეთესო სანაპიროების რეიტინგი შეადგინა. ტრადიციულად, სია მოგზაურთა შთაბეჭდილებების და შეფასებების შეჯამებით შედგა.

რეიტინგის ლიდერი პატარა ლამაზი პლაჟი Baia do Sanco გახდა. დანიშნულება ბრაზილიაში მდებარეობს და მასთან მისვლა მხოლოდ ქვის კიბეების გავლითაა შესაძლებელი.

მეორე ადგილს Eagle Beach იკავებს, ადგილი რომელიც არუბას ყველაზე ფართო სანაპიროდ ითვლება. აღწერილობის მიხედვით, ლოკაცია კამკამა წყლითაა გამორჩეული, რაც ქვებისა და წყლის მცენარეების დანახვის საშუალებას იძლევა.

სიაში მესამე ადგილი ნაკლებად ხალხმრავალმა ავსტრალიურმა პლაჟმა Cable Beach-მა დაიკავა. დანიშნულება მოგზაურებმა ცურვისათვის საუკეთესო ადგილად დაასახელეს, გარდა ამისა ამ ადგილიდან დაისის ყურებასაც არაფერი სჯობს.

დაბოლოს, რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე კიდევ 22 ადგილი მოხვდა. სიაშია ისლანდიის, პორტუგალიის, სიცილიის და სხვადასხვა კუნძულების სანაპიროები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები