არაბთა გაერთიანებული საამიროების პასპორტი 2022 წელს „ყველაზე ძლიერად“ დასახელდა. ეს დოკუმენტი მსოფლიოს 121 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმს უზრუნველყოფს. მობილობის უახლესი რეიტინგი კანადურმა ანალიტიკურმა კომპანია Arton Capital-მა გამოაქვეყნა.
სიის ლიდერი გაერთიანებული საამიროები გახდა, როლის მოქალაქეებსაც ვიზა მხოლოდ 18 ქვეყნის მოსანახულებლად სჭირდებათ. კიდევ 59 ქვეყანაში კი ვიზას ჩაფრენის შემდეგ, ადგილზე აიღებენ.
მეორე ადგილს – გერმანია, შვედეთი, ფინეთი, ლუქსემბურგი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრია, შვეიცარია და სამხრეთ კორეა იყოფენ. ამ ქვეყნების მოქალაქეებს (სამხრეთ კორეის გამოკლებით) უვიზოდ შესაძლოა უფრო მეტი ქვეყნის მონახულება შეუძლიათ (123-დან 127-მდე), თუმცა გაზრდილია იმ ადგილების რიცხვიც, სადაც ვიზას ადგილზე ჩასვლის შემდეგ აიღებენ.
ყველაზე სუსტი პასპორტების სიაში კი სომალი, პაკისტანი, ერაყი და სირია მოხვდნენ. ბოლო ანუ 97-ე ადგილს, ავღანეთის პასპორტი იკავებს.