LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საქალაქო ავტომობილი?

37

ანალიტიკოსებმა განსაზღვრეს თუ რომელი საქალაქო ავტომობილები სარგებლობენ  მსოფლიოს ბაზარზე ყველაზე დიდი პოპულარობით 2017 წლის პირველი ორი თვის მონაცემების მიხედვით.

ანალიტიკური სააგენტო Focus2move-ის მონაცემებით, იანვარ-თებერვალში საქალაქო ავტომობილების სეგმენტი გლობალურ ჭრილში 3,6%-ით გაიზარდა. გამარჯვება ნომინაციაში მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კომპაქტური მოდელი მოიპოვა ინდური ავტომწარმოებლის Maruti-ის მოდელმა Alto-მ.

ადგილობრივ ბაზარზე კომპაქტური ოთხ კარიანი ავტომობილი ბესთსელერია, სულ მსოფლიო ბაზაზე ორ თვეში 43 165 ერთეული Alto გაიყიდა, გაყიდვების უმრავლესობა რა თქმა უნდა ინდოეთზე მოდის.

მეორე და მესამე ადგილი საქალაქო ავტომობილებს შორის ორმა იტალიურმა მოდელმა Fiat Panda-მ და Fiat 500-მა გაინაწილეს.იტალიაში კომპაქტური ავტომობილები მაღალი მოთხოვნით ხასიათდებიან. 2017 წლის იანვარ-თებერვალში 38 150 და 32 865 ერთეული გაიყიდა.

ათეულში ასევე შევიდნენ: Hyundai Grand i10, Chevrolet Spark, Maruti Wagon R, Daihatsu Tanto, Nissan Dayz, Ford KA, Daihatsu Move.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები