GATE28-ს სპეციალისტებმა საფრანგეთის შვიდ მსხვილ აეროპორტში რეისების შეფერხების სტატისტიკა შეადარეს და ყველაზე არაპუნქტუალური ფრანგული აეროპორტების ჩამონათვალი შეადგინეს.
ანტირეიტინგის ლიდერი ლიონის სენტ-ეგზიუპერის სახელობის აეროპორტი გახდა.
როგორც მკვლევარები აცხადებენ, სამ საათზე მეტ ხანს გადადებული, ან დაგვიანებული რეისების რაოდენობა პირველ თვეებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა ამან არ მისცა აეროპორტს საშუალება მოწინავე პოზიციები დაეთმო.
სიაში მეორე ადგილი ფრანგული ტულუზა-ბლანიაკის აეროპორტს ერგო, სადაც მნიშვნელოვნად შემცირდა გადადებული, ან გაუქმებული რეისების რაოდენობა.
სამეულს კი პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი ასრულებს.
მეოთხე არასაპატიო ადგილი ორლის აეროპორტს ერგო, მას მარსელ პროვანსის აეროპორტი მოსდევს, ექვსეულს კი ბორდო მერინიაკის აეროპორტი ასრულებს.
„ყველაზე პუნქტუალური არაპუნქტუალურებს შორის“ ნიცას ლაჟვარდოვანი სანაპიროს აეროპორტია.