LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია საუკეთესო კაბრიოლეტი?

129

ექსპერტებმა საუკეთესო მეორადი კაბრიოლეტები დაასახელეს. ბაზრის ანალიზის შემდეგ სპეციალისტებმა ერთმანეთს მხოლოდ ის მოდელები შეადარეს, რომელთა ღირებულებაც 400 ათას რუბლზე მეტი არ არის.

სიაში გერმანულთან ერთად იაპონური მოდელებიც მოხვდნენ. უდაო ლიდერი კი „ფორსაჟის“ ვარსკვლავი Mitsubishi Eclipse გახდა. ავტომობილი, რომელიც ჯერ კიდევ 2000 წელსაა გამოშვებული მყიდველთა შორის კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა ამისა, ის დღემდე ძალიან კარგ მდგომარეობაშია და დამატებითი ტექნიკური მომსახურება არ სჭირდება. ზოგადად კაბრიოლეტის ძრავი საკმაოდ გამძლეა და ხშირი შეკეთებაც არ სჭირდება. სპეციალისტებმა ასეთი შედეგის მიღწევა ელექტრონიკის შემცირებით შეძლეს.

ხოლო, რაც შეეხება Eclipse-ს მისი ბევრი ნაწილის აღება Galant-ის მე-8 თაობის ავტომობილებიდანაა შესაძლებელი, რაც ღირებულების მიხედვით ბევრად უფრო ხელმისაწვდომია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები