LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია უცხოელებისთვის საუკეთესო ქალაქი

66
Plaza del Ayuntamiento, Valencia,

ვალენსია უცხოელი მოქალაქეების საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქია.
ესპანურ დასახლებაში მცხოვრები არა ესპანელები თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ, განსაკუთრებით კი ადგილობრივი კლიმატი და მედიცინა მოსწონთ. გარდა ამისა, სახლის დაქირავება საკმაოდ ხელმისაწვდომია, ადგილობრივები სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან და სპორტით დაკავების შესაძლებლობებიც მრავლადაა.

ერთადერთი კრიტერიუმი, რომელშიც ვალენსია მოიკოჭლებს არის კარიერული ზრდა, ამ მხრივ უცხოელებს უფრო ნაკლები რესურსი აქვთ.

რეიტინგის მეორე ადგილი ასევე ესპანურ ქალაქ, ალიკანტეს ხვდა წილად, მესამე პოზიცია კი ლისაბონმა დაიკავა. საუკეთესოთა ათეულში მოხვდნენ მალაგა და მადრიდიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები