LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ყველაზე არასანდო ელექტრონული კროსოვერი?

171
opel

ექსპერტებმა იმ ელექტრო კროსოვერების სია შეადგინეს, რომელთა ყიდვაც არ ღირს. ბრიტანულმა გამოცემა what Car?-მა ელემენტიანი მანქანების მეპატრონეები გამოჰკითხა, რათა დაედგინა ის პრობლემები რომელსაც ეს ადამიანები ბოლო 2 წლის განმავლობაში გადააწყდნენ. ასევე დაინტერესდნენ იმით, თუ რა დრო და ფინანსები დახარჯეს სარემონტო სამუშაოებზე.

კვლევაში მონაწილეობა 21 ათასმა ადამიანმა მიიღო. მათ 178 ელექტრონულ კროსოვერზე ისაუბრეს და თითოეული მოდელის ასაკი 5 წლამდე იყო. ყველაზე პრობლემური კი ჯამში Vauxhall (Opel) Mokka Electric აღმოჩნდა, ყველაზე სანდო – Ford Mustang Mach-E.

აღმოჩნდა, რომ Vauxhall-ის 2 წლიანი ექსპლუატაციის ჯამში კლიენტთა 40% ელემენტთან დაკავშირებულ პრობლემას გადააწყდა, 27% – მედია სისტემაზე ჩივის, ხოლო 13% – ძრავაზე, ელექტრონიკასა და საჭის მართვაზე.

რაც შეეხება Ford Mustang-ს, მასთან დაკავშირებით პრობლემა თითქმის არავის აქვს. მეორე ადგილზეა BMW iX3, რომლის ერთადერთი მინუსიც საინფორმაციო-გასართობი სისტემაა. ლიდერთა სამეულს Tesla Model Y ასრულებს. ამ უკანასკნელის მფლობელთა 12%-ს გაუმართავი ელექტრონიკა და მედია სისტემა აწუხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები