LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პანთეონში შესვლა უფასო აღარ იქნება

348

რომის პანთეონში შესვლა უფასო აღარ იქნება. იტალიის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინიმ განაცხადა, რომ ისტორიაში პირველად პანთეონში შესასვლელად ბილეთების შეძენა გახდება საჭირო. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ისტორიულ ძეგლს ყოველწლიურად 7 მილიონი ვიზიტორი აკითხავს და მის დასათვალიერებლად ერთ ცენტსაც არ იხდის, მისი მოვლა კი სახელმწიფოს ათასობით ევრო უჯდება. დარიომ პირობა დადო, რომ ბილეთის ფასი სიმბოლური იქნება, თუმცა ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ კომპლექსს საჭირო ტექნიკური სამუშაოები ჩაუტარონ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები