LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომში სულ მალე ახალი არქეოლოგიური პარკი გაჩნდება

16

რომში სულ მალე ახალი არქეოლოგიური პარკი გაჩნდება. უფრო ზუსტად კი ეს იქნება უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც კოლოზეუმს, ფორუმს, ნერონის ოქროს სახლს და რამდენიმე სხვა ობიექტს გააერთიანებს. პროექტი ქალაქის საბჭომ უკვე დაამტკიცა და როგორც ცნობილია, ამჟამად პარკის დირექტორს ეძებენ.

იტალიის კულტურის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სპეციალისტებიც მოიაზრებიან. პროექტის ავტორები კი ტურისტთა ნაკადის ერთი-ორად გაზრდას პროგნოზირებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები