LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომში ვანდალებმა ისტორიული სკულპტურა დააზიანეს

19

რომში ვანდალებმა ისტორიული სკულპტურა დააზიანეს. უცნობმა პირებმა პალაცო დელა მინერვას ტერიტორიაზე მდებარე სპილოს ძეგლს ეშვი მოამტვრიეს. დაზიანება საკმაოდ სერიოზულია, თუმცა საბედნიეროდ, ეშვი არ დაკარგულა, რაც ძეგლის შეკეთებას ბევრად გაამარტივებს. შეგახსენებთ, რომ „მინერვას სპილო“ არის ერთ-ერთი იმ 30 რომაული სკულპტურიდან, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნით თარიღდება და შეუფასებელ საგანძურად მიიჩნევა. რაც შეეხება, მის შემქმნელ  ჯოვანო ლორენცო ბერნინის, ის დღემდე ბაროკოს სტილის უცვლელ დამაარსებლად მიიჩნევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები