ESPN-მა 2018 წლის ყველაზე პოპულარული სპორტსმენების რეიტინგი გამოაქვეყნა. ტოპი შეადგინეს ჰონორარებისა და სარეკლამო შემოსავლების საფუძველზე, ასევე სპორტსმენების პოპულარობით სოცქსელებსა და Google-ში.
რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა კრიშტიანო რონალდომ. ათეული კი ასე გამოიყურება:
1. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი);
2. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი);
3. ლიონელ მესი (ფეხბურთი);
4. ნეიმარი (ფეხბურთი);
5. კონორ მაკგრეგორი (ММА);
6. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი);
7. ვირატ კოჰლი (კრიკეტი);
8. რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი);
9. სტივ კარი (კალათბურთი);
10. ტაიგერ ვუდსი (გოლფი).