LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო: 600 და 20+

108
interj_match

რონალდომ ჩემპიონატში 20 გოლი ზედიზედ მეათედ გაიტანა.

„იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს გოლი „ინტერის“ კარში მეოცე გამოდგა პორტუგალიელისთვის სერია ა-ში (მატჩი 1:1 დასრულდა).

რონალდომ ამ ნიშნულს ზედიზედ მეათედ მიაღწია: 2009/10 წლების სეზონიდან მოყოლებული მას მუდმივად გაქონდა 20+ გოლი.

გარდა ამისა, კრიშტიანოსთვის ეს გოლი მე-600 აღმოჩნდა საკლუბო დონეზე.

 

რონალდო „იუვეში“ 2018 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალიდან“ 117 მილიონ ევროდ გადავიდა.

კრიშტიანო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელის ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები