კრიშტიანო რონალდო როგორც ჩანს დიდად არ ნაღვლობს გოლების სიმშრალეს – მას და ჯორჯინას უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც აქვთ.
„იუვენტუსის“ ახალი მეგოლე დეპრესიაში არ ვარდება, რომ სამ მატჩში კინკილა გოლიც ვერ გაუტანია.
სანამ კრიშტიანოს პარტნიორები საერთაშორისო მატჩებზე მიმოიფანტნენ, პორტუგალიელი იახტაზე ნებივრობს ჯორჯინა როდრიგესთან ერთად. რა დროს თვითგვემაა – მხოლოდ სიამოვნება და ფუფუნება.
რონალდო სექტემბრის სანაკრებო მატჩებზე პირადი თხოვნით არ გამოუძახიათ.
სერია ა-ს პირველ სამ შეხვედრაში კრიშტიანომ ერთი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.