კრიშტიანო რონალდო ერ-რიადში სასტუმროდან საკუთარ სახლში გადავიდა.
„ალ ნასრის“ 38 წლის ფეხბურთელი, რომელიც სეზონის მსვლელობისას გადაბარგდა საუდის არაბეთში, ცათამბრჯენ Four Seasons Kingdom Center-ის სასტუმროში ცხოვრობდა.
იტყობინებიან, რომ ფეხბურთელის დედაც ჩავიდა პორტუგალიიდან.
ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი სად გადავიდა რონალდო ოჯახთან ერთად.
ამბობენ, რომ ახალი სახლი ექსკლუზიურ კომპლექსში მდებარეობს უსაფრთხოების უმაღლესი დონით და მაღაზიებთან, რესტორნებთან, სატრენაჟორო დარბაზთან და სხვა სიკეთეებთან ხელმისაწვდომ ადგილზე.
რონალდოს კონტრაქტი „ალ ნასრისთან“ 2025 წლამდეა გათვლილი.