LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო პორტუგალიის საუკეთესო მოთამაშედ მეათედ დაასახელეს

135
5d6d7f5b41d30

„იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი კძრიშტიანო რონალდო სამშობლოში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მან პრიზი Quinas de Ouro-ს ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე მიიღო. ამ პრემიას პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია გასცემს. ამ ჯილდოს ასაღებად რონალდომ აჯობა ჟოაო ფელიქსს, ბრუნუ ფერნანდეშს, ბერნარდო სილვას და რუბენ ნევეშს.

რონალდო პრიზს ზედიზედ მეოთხედ იღებს და 2007 წლიდან მოყოლებული კი სულ მეათედ. მან ეს პრიზი სხვას მხოლოდ 2010 და 2014 წლებში დაუთმო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები